announcements
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერეცია (EN)
2018 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის პროგრამა:
კონფერეციის გახსნა და შესავალი სიტყვა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.
მოხსენებები:
- პროფ. თენგიზ ირემაძე - დიდი ფილოსოფიური ინიციატივა;
- პროფ. ნოდარ ბელქანია - დიმიტრი უზნაძისა და სერგი დანელიას პოლემიკა არაცნობიერის შესახებ;
- ასოც. პროფ. გიორგი თავაძე - კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა;
- პროფ. ლალი ზაქარაძე - რუსეთის მსოფლხატი გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიურ პუბლიცისტიკაში;
- პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიათა იდეოლოგიური პლატფორმები.
- ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პოლიტიკური ფილოსოფია.