განცხადებები

დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

  

ზოგადი ინფორმაცია - 2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს დოქტორანტთა ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას ეროვნულ დონეზე,  რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მოხსენებები მათთვის პრიორიტეტული საკვლევი საკითხების შესახებ.

კონფერენციის სფერო და თემატიკა - კონფერენცია ინტერდისციპლინურია, ის მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების შემდეგ დისციპლინებს: ფილოსოფია, თეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, ისტორია, პოლიტოლოგია, სოციოლოგია.

ადგილმდებარეობა - კონფერენცია გაიმართება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კამპუსში. მისამართი: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქუჩა № 1.

მონაწილეობის წინაპირობები - კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტს, რომელიც  სადოქტორო კვლევას ახორციელებს  ზემოთ ჩამოთვლილ სამეცნიერო დისციპლინებში.

მონაწილეობა და სტიპენდია - კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის  ფორმა. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება კომისიის მიერ. შერჩეული პირების მონაწილეობის ხარჯებს (კვება, საცხოვრებელი) სრულად დაფარავს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.

სერტიფიკატი - კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

გამოქვეყნება - უნივერსიტეტი გამოსცემს კონფერენციის მასალების კრებულს.

დრო - აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2019.

აპლიკაცია გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე - conference.ngu@gmail.com  

აპლიკაციის ფორმა