უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ით უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. ფაკულტეტზე შემუშავებულია უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების სწრაფ პროფესიულ განვითარებას.