სიახლეები

ჰეგელის სკოლა

09.10.2019

2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰეგელის სკოლა. სკოლას უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სკოლის ფარგლებში, პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა შემდეგი ლექციები:

„ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაზე“.

„ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე ანგლო-საქსურ ფილოსოფიაზე“.

„ჰეგელიანიზმი XX საუკუნის იტალიურ ფილოსოფიაში“.