News
      ჰეგელის სკოლა (EN)
          09.10.2019
        
        2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰეგელის სკოლა. სკოლას უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სკოლის ფარგლებში, პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა შემდეგი ლექციები:
- „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაზე“.
 - 
„ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე ანგლო-საქსურ ფილოსოფიაზე“.
 - 
„ჰეგელიანიზმი XX საუკუნის იტალიურ ფილოსოფიაში“.