კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი არქივი
მღვდელი სვიმონ ბუკია
ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით
1998-2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობაზე.
2004-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2011-2013 წლებში ასწავლიდა ფოთის გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში „მართლმადიდებლური ეკლესიების ისტორიას“. 2013-2016 წლებში ასწავლიდა „მართლმადიდებლურ ასკეტიკას“.
2010-2012 წლებში იყო ფოთის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძრის დიაკონი. 2012-2015 წლებში იყო ამავე ტაძრის მღვდელმსახური. 2016 წლიდან მსახურობს ფოთის წმ. ნიკოლოზის (ნინოშვილის უბ.) ტაძარში.
2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.
ნაშრომები:
თარგმანები:
- რომანო გვარდინი, მხსნელი მითოსში, გამოცხადებასა და პოლიტიკაში, თეოლოგიურ-პოლიტიკური განაზრება, ქართულად თარგმნა მღვდელმა სვიმონ ბუკიამ, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
- პიერ ტეიარ დე შარდენი, ქრისტიანობის ფენომენი, ქართულად თარგმნა მღვდელმა სვიმონ ბუკიამ, თბილისი: „ნეკერი“, 2020 წ.
- ეტიენ ჟილსონი, გონება და გამოცხადება შუა საუკუნეებში, ქართულად თარგმნა მღვდელმა სვიმონ ბუკიამ, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.