კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი არქივი

გიორგი კაპანაძე

ფილოსოფოსი, ასისტენტ-პროფესორი 

დაიბადა 1991 წელს თბილისში. 2009-2013 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, 2013 წელს მოიპოვა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2013-2015 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2015 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „რიჩარდ რორტი - ნეოპრაგმატიზმი და ჰერმენევტიკა“ და მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2017 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. სადოქტორო ნაშრომის თემა: „სამართლიანობის და თავისუფლების გაგება კომუნიტარულ ფილოსოფიაში“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე).

2018 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.

2019 წლიდან დღემდე სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე (სადოქტორო ნაშრომის თემა: „რელიგიური შემეცნების სპეციფიკა მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების კონტექსტში“, ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე). 

 

გამოქვეყებული ნაშრომები

წიგნი:

  • ქრისტიანული ფსიქოლოგია, თბილისი: „ნეკერი“, 2021 წ.

სტატიები:

  1. ლიბერალიზმი კომუნიტარული კრიტიკა და სიქველის ეთიკის ხელახალი გააზრება (ალისდერ მაკინტაირის მიხედვით), კრებულში: ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, კრებულის რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი, თბილისი, „ნეკერი“, 2020წ., გვ. 39-46.
  2. ბაკურაძე ოთარ, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/98
  3. ბაჩულაშვილი გაბრიელ, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/97
  4. გომართელი ივანე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/120
  5. გორდეზიანი რევაზ, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/124
  6. ქუთელია ალექსანდრე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/articles/119
  7. პეტრე შარია, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/125
  8. შენგელია რომან, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/126
  9. უილიამ ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგია, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/104

 

რეცენზიები:

  1. ჩარლზ ტეილორი „სეკულარული ეპოქა“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/47
  2. იან ბარბური, „რელიგია მეცნიერების ეპოქაში“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/97
  3. კარენ არმსტრონგი „არგუმენტი ღმერთის სასარგებლოდ“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/90
  4. კეიტ უარდი: „ღმერთის ქრისტიანული იდეა: სარწმუნოების ფილოსოფიური საფუძველი“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/107

 

თარგმანები:

  1. დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი, ევქარისტიული საზოგადოების პოლიტიკური დამოწმება და სოციალური მსახურება, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
  2. იან ბარბური, პროცესის თეოლოგია, იხ.: პეტრიწის პორტალი http://www.petritsiportal.ge/ka/article/98
  3. ჯაკომო რინალდი, ჰეგელი თანამედროვე მოაზროვნეთა შრომებში, იხ.: პეტრიწის პორტალი http://www.petritsiportal.ge/ka/article/121