კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი არქივი
პროფესორი ნორბერტ ვასცეკი
ნორბერტ ვასცეკმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1984 წელს. სხვადასხვა წლებში იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა. 2019 წლის 17 ივლისს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფ. ვასცეკს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა.