განცხადებები

თანამშრომლობის მემორანდუმი ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიასთან

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიასთან (აშშ). თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო ღონისძიებების გამართვა, ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა.

2019 წლის 2 მაისს 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. მემორანდუმს ხელს მოაწერენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი.