განცხადებები

საპატიო დოქტორის ინაუგურაცია და საზეიმო მოხსენება

2019 წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს,თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დეკანოზი ჩად ჰეტფილდი წაიკითხავს საზეიმო მოხსენებას თემაზე: „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური ხმა“. დამსწრეებს გადაეცემათ მოხსენების ტექსტის პირველი ქართული გამოცემა.