განცხადებები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“. კონფერენციის ორგანიზატორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილი უცხოელი მკვლევარები (ფილოსოფოსები, თეოლოგები, სოციალური მეცნიერებების წარმომამდგენლები). კონფერენციის პროგრამა იხ. აქვე: Geo Eng