განცხადებები

ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ღონისძიება

2017 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ინტერდისციპლინური სამეცნიერო დისკუსია თემაზე „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“. დისკუსიას გაუძღვებიან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: გიორგი თავაძე და გიორგი ხუროშვილი.