საპატიო დოქტორები
პერგამონის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი)
31.10.2019
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 30 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.