სიახლეები

„ჟან გრონდენი: რელიგიის ფილოსოფია“ - თარგმანის პრეზენტაცია

28.07.2018

2018 წლის 28 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის - „ჟან გრონდენი: რელიგიის ფილოსოფია“ - პრეზენტაცია. წიგნი ფრანგულიდან თარგმნა უნივერსიტეტის პროფესორმა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. პრეზენტაციაზე, მთარგმნელმა დამსწრეებს გააცნო ჟან გრონდენის რელიგიის ფილოსოფიის კონცეფცია, ხოლო, წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.