სიახლეები

უნივერსიტეტის კურსდამთავრებული წმ. ვლადიმერის სემინარიაში (აშშ)

10.09.2018

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრმა, მღვდელმა გიორგი ცქიტიშვილმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო სემინარიაში (ნიუ-იორკი, აშშ), მოიპოვა ამავე სასწავლებლის დაფინანსება და ჩაირიცხა სემინარიის ღვთისმეტყველების სამაგისტრო პროგრამაზე. უნივერსიტეტი ულოცავს მღვდელ გიორგი ცქიტიშვილს ამ დიდ წარმატებას.