სიახლეები
უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზსს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზსს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამ გადაწყვეტილებით უნივერსიტეტი პატივს მიაგებს საქართველს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და მემკვიდრეობას, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2019 წლის 9 აპრილს, საზეიმოდ გაიხსნა პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დარბაზი, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. გახსნის ცერმონიაზე, დამსწრეებს, სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ქ. ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ, დეკანოზმა თევდორე ბასილაიამ. მათ ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, პრეზიდენტ გამსახურდიას დამსახურებაზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.