სიახლეები

სემინარი: „მშვენირების იდეა პლატონის ფილოსოფიაში“

10.05.2019

2019 წლის 10 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „მშვენიერების იდეა პლატონის ფილოსოფიაში“. სემინარს უძღვებოდა ფილოსოფიის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები, სემინარს, ასევე, ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.  სემინარის ფარგლებში განხილული იქნა მშვენიერების პლატონური იდეა, „ნელი კითხვის მეთოდით“ მონაწილეებმა გააანალიზეს პლატონის დიალოგ „ნადიმის“ ფრაგმენტები. სემინარი დისკუსიის თანხლებით წარიმართა.