სიახლეები

სემინარი: „მშვენირების გაგება პლატონიზმსა და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმში“

11.05.2019

2019 წლის 11 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „მშვენიერების გაგება პლატონიზმსა და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმში“. სემინარს უძღვებოდა ფილოსოფიის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტები და მაგისტრანტები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა მშვენიერების პლატონისეული იდეის ტრანსფორმაცია პლატონიზმსა და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმში, კერძოდ კი პლოტინთან და წმ. დიონისე არეოპაგელთან. სემინარი დისკუსიის თანხლებით წარიმართა.