სიახლეები

პროფესორ ჯაკომო რინალდის საჯარო ლექცია

26.09.2017

2017 წლის 26 სექტემბერს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ ჯაკომო რინალდის (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ლექცია თემაზე: „ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის მეტაფიზიკური წანამძღვრები“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. შეხვედრა აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.