სიახლეები

პროფ. თენგიზ ირემაძე საერთაშორისო ფილოსოფიურ კონგრესზე (ურბინო, იტალია)

28.10.2018

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფილოსოფიურ კონგრესში „ეთიკა, პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია“, რომელიც 2018 წლის 24-27 ოქტომბერს ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია) გაიმართა. პროფესორი ირემაძე კონგრესზე წარსდგა მოხსენებით: „სახელმწიფოს ფილოსოფია და სამართლის თეორია ქართულ განმანათლებლობაში“.