სიახლეები

მხ.ფ. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

20.03.2018

2018 წლის 20 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მხ.ფ. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. ჩვენების დასასრულს გაიმართა შეხვედრა ფილმის რეჟისორთან და მონაწილე მსახიობებთან. გადამღები ჯგუფის წევრებმა ფილმის შექმნის ისტორიასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.