სიახლეები

ასოც. პროფესორ ირაკლი კახიძის მოხსენება

28.04.2017

2017 წლის 27 აპრილს, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კახიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სოციალური მედია და თანამედროვე საზოგადოება“. მოხსენება გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა სოციალური მედიის როლზე და თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს მსმენელებსა და მომხსენებელს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.