სიახლეები

კონფერენცია: „კავკასიური ფილოსოფია გვიანი ანტიკურობის ხანასა და შუა საუკუნეებში“

01.02.2019

2019 წლის 1 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სამეცნიერო სექციის - კავკასიური ფილოსოფიის პრობლემები (ხელმძღვანელი: პროფ. ლალი ზაქარაძე) - ფარგლებში, გაიმართა მორიგი კონფერენცია თემაზე: „კავკასიური ფილოსოფია გვიანი ანტიკურობის ხანასა და შუა საუკუნეებში“. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

კონფერენციის პროგრამა:

კონფერენციის გახსნა - ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე, პროფ. ლალი ზაქარაძე;

ასისტენტ-პროფესორი, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დოქტორანტი) - „დავით უძლეველი და დავით გარეჯელი (ლეონ მელიქსეთ-ბეგის ერთი გამოკვლევის კრიტიკისათვის)“;

კონდრატე ღურწკაია (მაგისტრანტი) – „ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობანი ადრეული შუა საუკუნეების ხანაში“;

ასისტენტი ბესიკ მაშავა (დოქტორანტი) – „თეოდორე აბუკურა კავკასიური ფილოსოფიის ჭრილში“;

ნიკოლოზ სამხარაძე (მაგისტრანტი) – „დავა-კამათი მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის და მისი ფილოსოფიური კონტექსტი (არსენ კათალიკოსის ტრაქტატი „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“)“;

ასისტენტი ნიკოლოზ კოპალეიშვილი (დოქტორანტი) – „მაჰმუდ შაბესტარი (1288-1340 წწ.) და სუფისტური მოძღვრება სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში“.