სიახლეები

ისტორიკოს საიდ მულინის საჯარო ლექცია

18.04.2019

2019 წლის 18 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზში, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ,,დედა-ენის კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა ფერეიდნელი ქართველი ისტორიკოსის, საიდ მულინის საჯარო ლექცია თემაზე „ქართული ენის სწავლება ირანში“. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, ქ. ფოთის მერიის წარმომადგენლები. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.