სიახლეები

ინტერდისციპლინური სამეცნიერო დისკუსია თემაზე: „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“

05.04.2017

2017 წლის 4 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი სხდომა თემაზე „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“. შეხვედრის ფარგლებში ასოც. პროფესორმა გიორგი თავაძემ და ასოც. პროფესორმა გიორგი ხუროშვილმა წარმოადგინეს მოხსენებები ქრისტიანობისა და მეცნიერების მიმართების შესახებ საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან. შეხვედრა აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა, მასში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ქ. ფოთის სკოლების მოსწავლეები.