სიახლეები

ელჩი ერიკ სალმგრენ ფონ შანცი სტუმრად უნივერსიტეტში

14.03.2018

2018 წლის 14 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მოადგილე ბატონი ერიკ სალმგრენ ფონ შანცი. შვედი დიპლომატი გაეცნო უნივერსიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე საქმიანობას. უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ელჩის მოადგილეს შეხვედრაზე უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.