სიახლეები

დეკანოზ ჩად ჰეტფილდს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

03.05.2019

2019 წლის 3 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს,თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე: „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური ხმა“. დამსწრეებს გადაეცათ მოხსენების ტექსტის პირველი ქართული გამოცემა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დეკანოზი ჩად ჰეტფილდი არის ამერიკელი სასულიერო პირი და თეოლოგი, რომელიც 30 წელზე მეტია ნაყოფიერად მოღვაწეობს საღვთისმეტყველო განათლების სფეროში. სხვადასხვა წლებში იგი იყო წმ. გერმანეს კოლეჯის დეკანი, კოდიაკის კოლეჯის მრჩეველთა საბჭოს წევრი. წმ. ვლადიმირის სემინარიის კანცლერი. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მისიონერული ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, 2016 წლიდან დღემდე, არის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი. იგი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი, რედაქტორი და გამომცემელი.