სიახლეები

ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორი სტუმრად უნივერსიტეტში

27.08.2019

2019 წლის 27 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ბოხუმი/გერმანია) პრორექტორი მეცნიერული კვლევებისა და სამეცნიერო ტრანსფერის განხრით, კლინიკური ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის პროფესორი სინურ გადერი. პროფ. გადერის შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი, პროფ. თენგიზ ირემაძე და ამავე არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე, პროფ. ლალი ზაქარაძე. შეხვედრის დროს საუბარი იყო სტუდენტთა ერთობლივი გაცვლითი პროგრამების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებზე; გარდა ამისა, ამ ორი ინსტიტუციის აკადემიური პერსონალის ერთობრივი მონაწილეობით მოეწყობა სამეცნიერო კონფერენციები და გამოიცემა სამეცნიერო კვლევების კრებული. სამომავლოდ, ასევე, დაიგეგმა პროფ. გადერის ლექცია-სემინარების სერია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოტრავმატოლოგიისა და მიგრანტების/დევნილების ფსიქიკური იდენტობის პრობლემების შესახებ.