სიახლეები

ახალი გამოცემების პრეზენტაცია

22.03.2019

2019 წლის 22 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ორი ახალი წიგნი:

კრებული - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, რედაქტორი თენგიზ ირემაძე

მიტროპოლიტი კალისტე უეარი - შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორი თენგიზ ირემაძე, პროფესორი ლალი ზაქარაძე და ასოც. პროფესორი გიორგი ხუროშვილი, მათ ისაუბრეს ახალი გამოცემების მნიშვნელობაზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სასულიერო პირები.