სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული აზროვნება და თანამედროვეობა“

29.11.2016

2016 წლის 29 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული აზროვნება და თანამედროვეობა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: იღუმენი დიონისე გვიმრაძე, ნიკოლოზ კოპალეიშვილი, ბესიკ მაშავა და მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი.

მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგი თემების შესახებ:

„ქრისტიანული ფილოსოფიის აქტუალობის შესახებ თანამედროვეობაში“ (მომხსენებლები: ნიკოლოზ კოპალეიშვილი და მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი); „დოგმატიკისა და რჯულის კანონის ურთიერთმიმართების შესახებ“ (მომხსენებლები: ბესიკ მაშავა და იღუმენი დიონისე გვიმრაძე).

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერი პირები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია.