სიახლეები

ბატონი დამიან უამპლერის სტუმრობა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

18.02.2016

2016 წლის 18 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი დამიან უამპლერი. ბატონ ატაშეს ახლდა ასევე აშშ-ს საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი თამარ რთველიაშვილი. ახალი საქართველოს უნივერსიტეტშისტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა; საუბარი შეეხო უნივერსიტეტის სამომავლო საქმიანობას და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.