სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12.03.2016

2016 წლის 11 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.