საპატიო მკვლევრები

ჯაკომო რინალდი ფილოსოფიას სწავლობდა მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1978 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1991-დან 2001 წლამდე პროფ. რინალდი ურბინოს უნივერსიტეტის მკვლევრად მუშაობდა, სადაც დააარსა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეპისტემოლოგიის კვლევითი ცენტრი“. 2001 წელს იგი გახდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი მორალის ფილოსოფიის განხრით, 2002 წელს კი, თეორიული ფილოსოფიის განხრით. იგი არის 20-მდე ვრცელი მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. პროფ. რინალდი არჩეულია რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად. 2019 წლის 10 ოქტომბერს, პროფ. რინალდი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრად. 

10.10.2019

ნორბერტ ვასცეკმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1984 წელს. სხვადასხვა წლებში  იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა. 2019 წლის 17 ივლისს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფ. ვასცეკს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. 

20.07.2019