სიახლეები
სამეცნიერო კონფერენცია „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“
2017 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:
ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი - „პლატონი კანონებისა და პოლიტიკური რეჟიმის შესახებ“;
ასოც. პროფ. გიორგი თავაძე - „იდეოლოგია და უტოპია პლატონის პოლიტიკურ ფილოსოფიაში“;
პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - „სამართლიანობა და სიქველე პლატონთან“;
პროფ. ლალი ზაქარაძე - „ჰანა არენდტი პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ“.