News

სამეცნიერო კონფერენცია „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“ (EN)

20.06.2017

2017 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“. კონფერენციის მუშაობაში ერთად მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. 

კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:

 

  • ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი

          „პლატონი კანონებისა და პოლიტიკური რეჟიმის შესახებ“

  • ასოც. პროფ. გიორგი თავაძე 

          „იდეოლოგია და უტოპია პლატონის პოლიტიკურ ფილოსოფიაში“

  • პროფ. მიხეილ გოგატიშვილი

          „სამართლიანობა და სიქველე პლატონთან“

  • პროფ. ლალი ზაქარაძე

          „ჰანა არენდტი პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ“