სიახლეები

პროფ. ჯაკომო რინალდის I ლექცია - ხელოვნების ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებაში

19.06.2023

2023 წლის 19 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯაკომო რინალდის ლექციათა ციკლი ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ. პროფ. რინალდიმ პირველი ლექცია წაიკითხა თემაზე: „ხელოვნების ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებაში“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.