News

პროფ. ჯაკომო რინალდის პირველი ლექცია - ხელოვნების ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებაში (EN)

19.06.2023

2023 წლის 19 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯაკომო რინალდის ლექციათა ციკლი ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ. პროფ. რინალდიმ პირველი ლექცია წაიკითხა თემაზე: „ხელოვნების ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებაში“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.