სიახლეები

კონფერენცია: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“

26.01.2019

2019 წლის 26 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. კონფერენციაზე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კონცეფციები და პარადიგმები  განხილული იქნა სხვადასხვა კულტურის ურთიერთობის კონტექსტში. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

მოხსენებები: 

ლაშა ხალვაში - „ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრება სამების შესახებ“;

გიორგი ჭანიძე - „კაბალა და შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნება“;

დეკანოზი ილია ლომაია - „ადამიანის ხსნის ორი გზა ნეტარი ავგუსტინეს ადრეული ნაშრომების მიხედვით“;

მღვდელი დავით ლომთაძე - „შუა საუკუნეების ფილოსოფიის წყაროები“;

ესმა ტაგიძე - „ნეტარი ავგუსტინე ცოდვით დაცემის შესახებ“;

                                                                                                                                                                      ქრისტინე სალუქვაძე - „ავგუსტინეს ტრაქტატი „ნეტარი ცხოვრების შესახებ“;

                                                                                                                                                                      რუსუდან ზოიძე - „კაბალას ცნების გაგებისათვის“.