News

კონფერენცია: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“ (EN)

26.01.2019

2019 წლის 26 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალგზრდა მენციერთა კლუბის სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. კონფერეციაზე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კონცეფციები და პარადიგმები  განხილული იქნა სხვადასხვა კულტურათა ურთიერთობის კონტექსტში. კონფერენცია აქტიური დისკუსიით თანხლებით წარიმართა.

მოხსენებები: 

ლაშა ხალვაში - „ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრება სამების შესახებ“;

გიორგი ჭანიძე - „კაბალა და შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნება“;

მამა ილია ლომაია - „ადამიანი ხსნის ორი გზა ნეტარი ავგუსტინეს ადრეული ნაშრომების მიხედვით“;

მღვდელი დავით ლომთაძე - „შუა საუკუნეების ფილოსოფიის წყაროები“;

ესმა ტაგიძე - „ნეტარი ავგუსტინე ცოდვით დაცემის შესახებ“;

ქრისტინე სალუქვაძე - „ავგუსტინეს ტრაქტატი „ნეტარი ცხოვრების შესახებ“;

რუსუდან ზოიძე - „კაბალას ცნების გაგებისათვის“.