News

აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია (EN)

07.12.2016

7 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. მათ პრეზენტაცია გამართეს იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებსაც აშშ-ს მთავრობა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. პრეზენტაციას უძღვებოდა საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ქ-ნი თეა კუჭუხიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქ. ფოთის საჯრო სკოლების მოსწავლეები.