სიახლეები
კონფერენცია თემაზე: „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“
2015 წლის 20 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა
სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
„ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“.
კონფერენციის ორგანიზატორი:
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის
კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი არქივი.
კონფერენციის ფარგლებში წაკითხულ იქნა
შემდეგი მოხსენებები:
- პროფ. ლალი ზაქარაძე:
„რუსული სული ნაციონალიზმსა და იმპერიალიზმს შორის“
- პროფ. მიხეილ გოგატიშვილი:
„მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა“ (კარლ შმიტი - ლეო შტრაუსი)
- ასოც. პროფ. გიორგი თავაძე:
„ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველო: რუსეთის ძალადობრივი სივრცობრივი პოლიტიკა“
კონფერენციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია შესატყვის თემასთან დაკავშირებით.