News
2015 წლის 20 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“ (EN)
კონფერენციის ორგანიზატორი:
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.
კონფერენციის ფარგლებში წაკითხულ იქნა შემდეგი მოხსენებები:
- პროფ. ლალი ზაქარაძე:
- „რუსული სული ნაციონალიზმსა და იმპერიალიზმს შორის“
- პროფ. მიხეილ გოგატიშვილი:
- „მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა“ (კარლ შმიტი - ლეო შტრაუსი)
- ასოც. პროფ. გიორგი თავაძე:
- „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველო: რუსეთის ძალადობრივი სივრცობრივი პოლიტიკა“
კონფერენციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია შესატყვის თემასთან დაკავშირებით.