News
18 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამეცნიერო კონფერენციას - „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“ (EN)
კონფერენცია მიეძღვნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ, ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს.
კონფერენცია გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით.
კონფერენციის შესავალი სიტყვით გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის
დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ.
მომხსენებლებს შორის იყვნენ: პროფ. სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი ლალი ზაქარაძე, პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი, ასოცირებული პროფესორი გიორგი თავაძე და ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი. კონფერენციაზე მოსმენილ იქნა მოხსენებები:
- ფაზისის აკადემიიდან უნივერსიტეტამდე
- უნივერსიტეტის მისია
- „თავისუფალ მეცნიერებათა“ ქრისტიანული იკონოგრაფია
- შუა საუკუნეების უნივერსიტეტი და ბოლონიის პროცესი
- უნივერსიტეტის თანამედროვე კრიზისი და მისი სამომავლო გამოწვევები
მოხსენებების შემდგომ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.კონფერენციის დასასრულს მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა მეუფე გრიგოლმა.