განცხადებები
ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში
ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში
(თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო)
ზოგადი ინფორმაცია: 2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ზაფხულის სკოლას იდეების ისტორიაში, რომლის ფარგლებშიც 3 დღის განმავლობაში (14, 15, 16 ივლისი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ციკლი თავისუფლების, სამართლიანობისა და სახელმწიფოს იდეათა შესახებ.
ხელმძღვანელი: ზაფხულის სკოლის ფარგლებში გამართულ ლექცია-სემინარებს გაუძღვება სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი ნორბერტ ვასცეკი. ნორბერტ ვასცეკმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1984 წელს. სხვადასხვა წლებში იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 21 მონოგრაფიისა და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა.
ადგილმდებარეობა: ხობის მუნიციპალიტეტი, ხობის მონასტრის ისტორიული საკათალიკოსო სასახლე.
მონაწილეობის წინაპირობები: ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლიდან, ასევე, იმ პირებს, რომელთაც უკვე აქვთ აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი).
მონაწილეობა და სტიპენდია: ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება კომისიის მიერ. შერჩეული პირების მონაწილეობის ხარჯებს (კვება, საცხოვრებელი, სასწავლო მასალები) სრულად დაფარავს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
სერტიფიკატი: ზაფხულის სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დრო: აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა 22/05/2019.
დამატებითი ინფორმაცია: სკოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება პროფ. ვასცეკის ლექციებისა და სემინარების ქართული თარგმანი.
აპლიკაცია გამოგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ngu.summerschool@gmail.com