აკადემიური პერსონალი
ბესიკ მაშავა
ფილოსოფიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი
დაიბადა 1986 წელს ქ. რუსთავში. 2003-2007 წწ. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2009-2013 წწ. სწავლობდა ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიის სპეციალიზაციით.
2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „სულის შესახებ მოძღვრება ანტონ ბაგრატიონის ნაშრომში სპეკალი“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.
2018-2022 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, 2022 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2021 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.
კვლევის ინტერესები: ბიზანტიური ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია და ახალი დროის ქართული ფილოსოფია.
გამოქვეყნებული ნაშრომები:
წიგნი:
- თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2023 წ.
სტატიები:
- თეოდორე აბუკურა და მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის ორი ძველქართული რედაქცია, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2020, გვ. 25-30.
- ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, გვ. 33-49.
- ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტები და თეოდორე აბუკურას ბუნების თეოლოგია, იხ.: პეტრიწის პორტალი: http://www.petritsiportal.ge/ka/article/100
- ამბროსი ნეკრესელი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი), იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- იოანე საბანისძე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- გედევანიშვილი იონა, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- თეოდორე აბუკურა, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- ყაითმაზაშვილი ფილიპე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
რეცენზია:
- „ჯონ ლამორო: თეოდორე აბუკურა“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/43
- „სიდნი გრიფიტი: თეოდორე აბუკურა - ტრაქტატი წმინდა ხატების თაყვანისცემაზე“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/93
თარგმანები:
- თენგიზ ირემაძე, „იოანე პეტრიწი“, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, ტ. 9), თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2019.
- ქრისტიან ვილდბერგი, „დავითი“, ჟურნალში: „უფლის ციხე“, #5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 37-41.