Academic Personal

Beisk Mashava

ფილოსოფიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი

დაიბადა 1986 წელს ქ. რუსთავში. 2003-2007 წწ. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

2009-2013 წწ. სწავლობდა ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიის სპეციალიზაციით.

2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „სულის შესახებ მოძღვრება ანტონ ბაგრატიონის ნაშრომში სპეკალი“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.

2018-2022 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, 2022 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე:  „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.  

2021 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. 

კვლევის ინტერესები: ბიზანტიური ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია და ახალი დროის ქართული ფილოსოფია.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

წიგნი:

  1. თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2023 წ.

 

 სტატიები:

  1. თეოდორე აბუკურა და მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის ორი ძველქართული რედაქცია, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2020, გვ. 25-30.
  2. ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, გვ. 33-49.
  3. ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტები და თეოდორე აბუკურას ბუნების თეოლოგია, იხ.: პეტრიწის პორტალი: http://www.petritsiportal.ge/ka/article/100
  4. ამბროსი ნეკრესელი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  5. ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი), იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  6. იოანე საბანისძე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  7. გედევანიშვილი იონა, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  8. თეოდორე აბუკურა, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  9. ყაითმაზაშვილი ფილიპე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.

 

რეცენზია:

  1. „ჯონ ლამორო: თეოდორე აბუკურა“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/43
  2. „სიდნი გრიფიტი: თეოდორე აბუკურა - ტრაქტატი წმინდა ხატების თაყვანისცემაზე“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/93

 

თარგმანები:

  1. თენგიზ ირემაძე, „იოანე პეტრიწი“, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, ტ. 9), თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2019.
  2. ქრისტიან ვილდბერგი, „დავითი“, ჟურნალში: „უფლის ციხე“, #5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 37-41.