სიახლეები

უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბექარ ტრიანტაფილლუმ RESILIENCE-ის ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა

21.05.2023

2023 წლის 18-20 მაისს, საბერძნეთის ქ. ვოლოსში გაიმართა RESILIENCE-ის ვორქშოპი, რომელიც შეეხებოდა რელიგიის კვლევების მეთოდოლოგიისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს. ვორქშოპში ახალი საქართველოს უნივერსიტეტიდან მონაწილეობას იღებდა ასისტენტ-პროფესორი ბექარ ტრიანტაფილლუ. ვორქშოპს მასპინძლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუცია -ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია.