სიახლეები

სტოკჰოლმის წმ. იგნატიოსის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია სტუმრად უნივერსიტეტში

24.05.2023

2023 წლის 24 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა სტოკჰოლმის წმ. იგნატიოსის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ამავე სასწავლებლის რექტორი, დოქტორი მიქაელ იელმი, ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ პროფესორი თენგიზ ირემაძე და პროფესორი გიორგი ხუროშვილი. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის განვითარების რამდენიმე მიმართულება. წმ. იგნატიოსის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი ორიენტირებულია აღმოსავლური ქრისტიანობის ისტორიის, კულტურის, მართლმადიდებლური თეოლოგიის სწავლებასა და კვლევაზე.