სიახლეები

შეხვედრა მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან პროფ. პოლ გავრილიუკთან

25.06.2023

2023 წლის 14 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გამართა შეხვედრა მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან პროფ. პოლ გავრილიუკთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე და გიორგი ხუროშვილი. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ასოციაციის მეგა კონფერენციის ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გამართვის საკითხები.