სიახლეები

შეხვედრა კემბრიჯის მართლმადიდებლური კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან

15.01.2023

2023 წლის 15 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა შეხვედრა გამართეს კემბრიჯის მართლმადიდებლური კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან დრაგოს ჰერესკუსთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა. დაისახა თანამშრომლობის დაწყებისა და ოფიციალური გაფორმების გეგმა.